28 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ბელარუსში ხელისუფლებას მიეცა უფლება ნებისმიერ დროს გამორთოს ინტერნეტი და ტელევიზია - შეიზღუდა ჟურნალისტების საქმიანობაც

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ერთდროულად რამდენიმე კანონს, რომელიც ბელორუსში ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს.

ბელარუსის ხელისუფლებას უკვე ლეგალურად შეუძლია ქვეყანაში გათიშოს ინტერნეტი, ტელევიზია და რადიო ნებისმიერ დროს.

კანონში "ტელეკომუნიკაციების შესახებ" ნათქვამია, რომ ტელეკომუნიკაციებს მართავს ბელარუსის პრეზიდენტთან არსებული ოპერატიულ-ანალიტიკური ცენტრი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებას ექნება უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ გამორთოს ინტერნეტი, ტელევიზია და რადიო, რათა "თავიდან აიცილონ სიტუაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას".

ამასთან, სხვა მრავალი შეზღუდვა დაუწესდათ ჟურნალისტებს - მათ არასანქცირებული დემონსტრაციებიდან და აქციებიდან პირდაპირი ჩართვების განხორციელება აეკრძალათ.  

წყარო: BBC

 

 

დღის ამბები