28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თუშეთის გზაზე მწყემსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთის გზაზე მწყემსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე შუახნის კაცი იმ დროს გადავარდა, როცა ცხვარი მთაში, საზაფხულო საძოვარზე გადაჰყავდა.

წინასწარი ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა. რა დაზიანებები აქვს და როგორია მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები უკვე გაემგზავრნენ.

დღის ამბები