28 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს შეუერთდეს სხვებს - კარლ ჰარცელი 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა იყოს. კარლ ჰარცელმა დღეს ამნისტიის შესახებ კანონზეც ისაუბრა.

ჰარცელის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

"დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს  შეუერთდეს სხვებს.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტში გვყავდეს "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსი დიდი ოპოზიციური პარტია.

ისინი უნდა შეუერთდნენ და ჩაერთონ სამუშაოში, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში.

ამინისტიის კანონპროექტი  სენსიტიური თემაა, რომელზეც ვმუშაობთ. გვაქვს ორი დოკუმენტი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მუდმივი მუშაობის შედეგად  შეჯერდებიან ერთ მიდგომაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების,"- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდნენ.

დღის ამბები