28 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ძალის გამოყენებით ფრენის შეწყვეტა და ჟურნალისტის დაპატიმრება დაუშვებელი ქმედებაა - სალომე ზურაბიშვილი რომან პროტასევიჩის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი, ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება.

"ძალის გამოყენებით ფრენის შეწყვეტა, რაც მოხდა "რინეართან" დაკავშირებით და ჟურნალისტის დაპატიმრება დაუშვებელი ქმედებაა, ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, გუშინ  ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში ექსტრემალურად დასვეს და ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები