28 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
"შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ" - ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართონ.

"ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შემოგვთავაზა შეხვედრა. ჩვენ შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ, შემოუერთდა უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც თუ ექნება ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე, ჩვენ თანახმა ვართ, შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დაველაპარაკოთ.

დღეს გარკვეული მსვლელობა იქნება ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილებისა, ჩვენ ყველაგან ვართ ხელებაწეული, ეს უნდა იცოდეს ყველამ," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დღის ამბები