ამერიკელ ტურისტს, რომელიც ბელიზში დასასვენებლად იყო ჩასული, 2 ზვიგენი დაესხა თავს. შემთხვევა შვებულების მეოთხე დღეს მოხდა, როდესაც ჩედ ბერკერი და მისი ცოლი წყალქვეშ ცურავდნენ.
როგორც კი კაცი წყალში აღმოჩნდა, ის დინებამ ზვიგენებთან წაიღო, რომლებიც მახლობლად იყვნენ. ამის შესახებ wandtv.com წერს. 30 წამის შემდეგ მის მკლავს 2 დიდი ზვიგენი ეცა. ბარკერი მაშინვე ნაპირისკენ გავარდა.
"როდესაც ზვიგენის პირიდან ჩემი ხელის მტევანი ამოვიღე, დანახვის შემეშინდა" - აღნიშნა მან.
თავდასხმის შემდეგ ხელზე ღრმა ჭრილობები დარჩა, რომელთაც ნაკერის დადება სჭირდებოდა. მახლობლად საავადმყოფო არ აღმოჩნდა, ამიტომ მამაკაცს მოუწია ადგილობრივ მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი მოუწია, რომელიც 200 დოლარად მისთვის ნაკერების დადებას დათანხმდა.
ტრავმის მიუხედავად, ტურისტმა გადაწყვიტა, რომ შვებულების დასრულებამდე შინ არ დაბრუნებულიყო და კიდევ სამი დღე ბელიზში გაატარა. ხელში ტკივილის გასაყუჩებლად კი სპირტიან სასმელებს იღებდა. შინ დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჭრილობაში ინფექცია იყო და მამაკაცს ახალი ოპერაცია დაუნიშნეს.