სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამართალდამცველებმა 5 პირი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება იმერეთში მდებარე 23 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს. თანხის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში უკვე დაბრუნებულია.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.