28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ქართულმა ქვევრმა ახალი სტატუსი მიიღო, ის გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტად აღიარეს

ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილს, ქვევრს მორიგი სტატუსი მიენიჭა. ამჯერად მან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიიღო.

ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - რაც ამ მეთოდის უნიკალურობის აღიარებაზე მეტყველებს.

დღის ამბები