28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"მე სატანის შვილი ვარ, თქვენი ქალები და ბავშვები ჩვენ გვეკუთვნის" - აშშ-ში ისლამურმა ცენტრმა მუქარის წერილი მიიღო

აშშ-ში, ქალაქ შარლოტში მუსულმანმა მოსახლეობამ შემაშფოთებელი მუქარა მიიღო - ისლამურ ცენტრში უცნობმა პირმა გაგზავნა მეილი, სადაც წერია, რომ "ყველა მეჩეთი, შარლოტიდან ბაჰრეინამდე მტვრად გადაიქცევა". 

ინფორმაცია ცენტრის წარმომადგენელმა, ჯიბრილ ჰაფმა გაავრცელა. 

"თქვენ არ გაქვთ ისლამური უფლებები ამ ქვეყანაში, თქვენი ქალები და ბავშვები ჩვენ გვეკუთვნის. 

არც მერს, არც ქალაქს, შტატის პოლიციას, FBI-ს, CIA-ს თუ ჯარს ჩემი შეჩერება არ შეუძლია. მე სატანის მიერ არჩეული შვილი ვარ და ყველა რელიგიური სწავლება განადგურდება," - წერია წერილში, რომელიც მორწმუნეებმა მიიღეს. 

ჰაფის თქმით, ეს ესაუბრა შარლოტში მდებარე FBI-ს ოფისის წარმომადგენლებს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ წერილი არ შეიცავდა საფრთხის იმ დონეს, რომ საქმეზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვინმე დააკავოს. 

ისლამური საზოგადოება სამართალდამცველებს სთხოვს, გამოიძიონ ელექტრონული წერილი და მისი გამომგზავნის იდენტიფიცირება მოახდინონ.

დღის ამბები