საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ტბა მაჯიორესთან ახლოს მოხდა. ინციდენტის შედეგად 2 ბავშვი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველების თქმით, ისინი 5 და 9 წლისები არიან, ბავშვები ვერტმფრენით ტურინში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის მიზეზი, ამ დრომდე, კვლავ უცნობია.