28 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
შეჩერდება თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა - მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გადაწყვეტილებას 26 მაისს მიიღებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე არ შეჩერდება. დიპლომატებმა, არასამთავრობოებმა და პოლიტიკოსებმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი მოისმინეს.

მმართველმა გუნდმა თქვა, რომ პარლამენტი დამოუკიდებელი სტრუქტურის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

კახა კუჭავას წერილს და ოცნების პოზიციას პარტიების ლიდერების ნაწილი შეთანხმების დარღვევად აფასებს. ჯერჯერობით, მათ ღია მიმართვაზე პასუხს მედიატორი ელჩები არ გამოხმაურებიან.

დღის ბოლოს სპეციალური მიმართვა გაავრცელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ საბჭო პროცესის შეჩერების წინააღმდეგია, თუმცა მნიშვნელოვანია, პოზიცია მთელმა სასამართლო კორპუსმა დააფიქსიროს.

ამ დროისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ვაკანტური ადგილია, რომელთაგან 4 მოსამართლეების, 5 კი - პარლამენტის კვოტით უნდა შეივსოს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეთა რიგგარეშერე კონფერენცია, 26 მაისს გახდება ცნობილი.

დღის ამბები