კომპანია "ენკა" ნამახვანჰსის მშენებლობის მწინააღმდეგებთან დიალოგისთვის მზად არის. კომპანია წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.
მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას,"-ნათქვამია კომპანია "ენკას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.