28 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ნამახვანჰესის აქციაზე ლგბტ თემის წარმომადგენლებს პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცეს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, მათ შორის, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს სოლიდარობის გამოხატვის უფლება არ მისცეს და პლაკატები დაუზიანეს.

"დააზიანეს, გატეხეს და ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას ვიღაცები არ გვაძლევენ. მათ მათი მოწოდებები და იდეოლოგია აქვთ და არ აძლევენ ადამიანებს პროტესტის საშუალებას. ეს არის კრიმინალი ხალხი,"- აცხადებს დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე. 

"პლაკატზე ეწერა "ქვიარ სოლიდარობა ბათუმიდან" და გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა რიონის ხეობის დამცველების მიმართ,"-აცხადებს დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე. 

ალექსანდრე ფალავანდიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო ლგბტ პროპაგანდა და, მისი შეფასებით, ასეთი ქმედება დასჯადი უნდა იყოს. 

საპატრულო პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა და მონაწილეები ტერიტორიიდან დასაკითხად გაიყვანა. 

დღის ამბები