28 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას - რიონის მცველების ულტიმატუმი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოთხოვნების შესასრულებლად დროს ხელისუფლებას ხვალ, 12 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან. ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ხვალ, 12 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა. ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე.

თუ ხვალ, 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას. ჩვენ უნდა გვმართოს ჩვენმა კოლექტიურმა აზრმა და არავის არ უნდა მივცეთ აქედან გადახვევის უფლება და შესაძლებლობა,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ორი საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, კერძოდ: შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები