28 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
რა დავალება მისცა პრემიერმა პარტიულ ორგანიზაციებს - "დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი დავალება, რაც მიეცათ პარტიულ ორგანიზაციებს, ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზებაა. 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 

"მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავიწყეთ ჩვენი პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან შეხვედრები. გუშინ ვიყავით აჭარაში, დღეს უკვე სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პარტიაში მზაობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია გაიმარჯვებს დამაჯერებლად,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები