28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ათდღიანი ომის დასასრული - ცეცხლის შეწყვეტას ისრაელი და პალესტინაც ზეიმობს, თუმცა ისმის მუქარა - დაბრუნების შესახებ 

ათდღიანი ომის დასასრული და მშვიდობის პირველი დღე ახლო აღმოსავლეთში - ცეცხლის შეწყვეტიდან 18 საათის შემდეგ, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა მიღწეულ შეთანხმებას ზეიმობს ორივე მხარე.ისრაელიც და პალესტინაც საკუთარ სამხედრო წარმატებაზე საუბრობს.

აღმოსავლეთის ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს 244 ადამიანი შეეწირა. ორი ათასზე მეტს კი დაზიანება აქვს მიყენებული.

ისრაელისთვის დანაკარგები ღაზის სექტორთან მიმართებით ნაკლები ჰქონდა. "რკინის გუმბათმა" ანკლავიდან ნასროლი 4300 რაკეტიდან 90% გაუვნებელყოფა მოახერხა. დანარჩენმა 12 ადამიანი იმსხვერპლა. ღაზის სექტორში კი მსხვერპლი 232 ადამიანია, მათგან 65 ბავშვი. ახლა მათ დახმარებას მსოფლიო შეეცდება. გაეროს 14 მილიონ დოლარს, ბრიტანეთის 3 მილიონი ფუნტი დაემატება, ამერიკაც სოლიდურ თანხას გამოყოფს.

ეგვიპტე, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მხარეებს შორის მოლაპარაკებაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს უშუალოდ ადგილზე დააკვირდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი ღაზაში მილიონობით დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად ემზადება. 

ყველაფერი 11 დღის წინ ალ-აქსას მეჩეთთან დაიწყო, მშვიდობის პირველ დღეს ადგილზე არც დღეს ჩაუვლია დაპირისპირებების გარეშე. პარასკევის ლოცვაზე მისულ, ზავით გახარებულ არაბებსა და ისრაელის პოლიციას შორის კვლავ შეტაკება მოხდა.

სარაკეტო იერიში მართალია შეწყდა, თუმცა წინ უფრო რთული გამოწვევაა - შერიგება.

დღის ამბები