28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ჯო ბაიდენმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოდან გაგზავნილ ორ კურსდამთავრებულს დიპლომი პირადად გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში, საქართველოდან გაგზავნილ ორ კურსდამთავრებულს დიპლომი პირადად გადასცა.

ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე სასწავლებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი, და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი. ჯო ბაიდენმა ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები სწორედ მათთან ერთად გადასცა.

დღის ამბები