28 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
ქურდობის 18 ფაქტი და მოპარული 200 ათასამდე ევროს ღირებულების ნივთები - ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი საბერძნეთში

მოპარული ძვირფასეულობა, ანტიკვარული ნივთები, ძვირადღირებული ტექნიკა და ავტომობილები - საბერძნეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფების დაკავება ბერძნული მედიისთვის მთავარ თემად იქცა.

ინფორმაცია დაკავებულების ფოტოსურათებით და ნაქურდალი ნივთებით ბერძნული სამართალდამცველი უწყების ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ოფიციალური ინფორმაციით, 8 წევრიანი კრიმინალური დაჯგუფების ძირითად ძალად 6 ქართველი ითვლებოდა, საიდანაც სამი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პატიმრობაში დარჩენილების ოჯახები დანაშაულის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ.

გათავისუფლებულებიდან ორი ქალია, ერთი კი პროგრამისტი, რომელიც პატიმრობაში დარჩენილებს ნაქურდალი ტექნიკის შეკეთებასა და გასუფთავებაში ეხმარებოდა.

საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახური 193 ათასი ევროს ღირებულების ნივთების ქურდობის საქმეზე ძიებას აგრძელებს. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ ფოტოსურათებზე ასახული პირების შესახებ ინფორმაცია ანონიმურობის გარანტიით, სამართალდამცველებს მიაწოდონ. 

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე 

დღის ამბები