28 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
სტაბილურობის გასაღები დამსაქმებლის ხელშია - ირაკლი პეტრიაშვილი "ბორჯომის" თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

გაფიცვა გრძელდება - უკვე რამდენიმე დღეა კომპანია "ბორჯომის" ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. თანამშრომლები აქციას ამ წუთებშიც მართავენ. მოთხოვნა უცვლელია - ხელფასების გაზრდა და პირობების გაუმჯობესება.

პროფკავშირების წარმომადგენლები მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"რესურსი არის დიალოგი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შრომითი კონფლიქტები და ზოგადად კონფლიქტები ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და სტაბილურობის გასაღები არის დამსაქმებლის ხელში," - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

მომსახურების სფეროს პროფკავშირების თავმჯდომარის აკაკი გვალიას განცხადებით, "21-ე საუკუნეში ველური კაპიტალიზმის პირობები არ უნდა იყოს და დასაქმებულის უფლებები კანონით უნდა იყოს გაწერილი."

ცოტა ხნის წინ, მათ თბილისიდან და რეგიონებიდან ჩასული აქტივისტები შეუერთდნენ. განცხადება გაავრცელა კომპანიამაც. IDS ბორჯომი დასაქმებულებს მოლაპარაკებას ისევ სთავაზობს და პროცესში პროფკავშირების უარყოფით როლზე მიუთითებს.

დღის ამბები