28 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
წყალქვეშ ჩაძირული სოფელი 71 წლის შემდეგ გამოჩნდა - ამ დრომდე ტბაში მხოლოდ ეკლესიის სამრეკლო ჩანდა

იტალიაში წყალსაცავზე სარემონტო სამუშაოების დროს გამოჩნდა სოფელი, რომელიც შვიდი ათწლეულის განმავლობაში წყლის ქვეშ იყო. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ხელოვნური ტბა ლაგო-დი-რეზია რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს ცნობილია XIV-საუკუნის სამრეკლოთი, რომლის მის ყინულოვან წყლებშია ამოწვერილი. ეს საკულტო სახე შთაგონების წყაროდ იქცა წიგნისა და  Netflix-ის სერიალის შემქმნელებისთვის, სახელწოდებით Curon-ი.

ჩვეულებრივ ეს ადგილი ასე გამოიყურება 

როდესაც წყალსაცავი დროებით დააშრეს, თვალწინ გადაიშალა სოფელ კურონის ნაშთები, რომელიც ასეულობით ადამიანით იყო დასახლებული ვიდრე 1950 წელს ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად დატბორავდნენ,

ტბა ლაგო-დი-რეზია ასევე ცნობილია თავისი გერმანული სახელით რეშენზეე, ის სამხრეთ ტიროლში, იტალიის ალპურ რეგიონში მდებარეობს, რომელიც ავსტრიასა და შვეიცარიას ესაზღვრება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათებზე წყალსაცავის დამშრალ ფსკერზე ეკლესიის სამრეკლოს მიმდებარედ ჩანს საფეხურები, სარდაფები და კედლები.

სოფელი კურონი მას შემდეგ დატბორეს, რაც ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად კაშხლის აშენება და ორი ბუნებრივი ტბის წყალსაცავში გაერთიანება გადაწყვიტა.

ფსკერზე აღმოჩნდა 160 სახლზე მეტი. მათ მფლობელები ახალი საცხოვრებლებით უზრუნველყვეს. ზოგიერთმა კი ახლოს აშენებულ ახალ დასახლებაში ისურვა დარჩენა.

ზაფხულობით ტბის შემოგარენი მოლაშქრეებისთვის პოპულარული ადგილია.  ზამთარში კი ყველა იქ ჩამსვლელი, საკუთარ მოვალეობად თვლის, რომ ყინულის გზით ცნობილ სამრეკლომდე მიაღწიოს.

დღის ამბები