28 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"გაჩვენებ ვინაა "შეითანი", ბევრი გამინადგურებია და შენც გაგანადგურებ" - რამზან კადიროვი ინსტაგრამზე კომენტარის ავტორს ანგარიშსწორებით დაემუქრა

ორშაბათს "ინსტაგრამზე" პირდაპირი ეთერის დროს ჩეჩნეთის მეთაურს კომენტარებში "შეითანი"(ეშმაკი) უწოდეს, რის გამოც რამზან კადიროვი კომენტარის ავტორს ანგარიშსწორებით დაემუქრა.

"თუ ეს მე დამიწერე გიპოვი და გაჩვენებ ვინაა ჩვენ შორის "შეითანი". როგორ არ გრცხვენია, სარკეში როგორ ჩაიხედები. ღამით ვეღარ დაიძინებ და ანდერძის წერას დაიწყებ "თუ მოვკვდები დაეხმარეთ ჩემს ოჯახს..." გამომიგზავნე შენი მონაცემები, მე ბევრი "შეითანიგამინადგურებია და შენც გაგანადგურებ," - მიმართავდა რამზან კადიროვი კომენტარის ავტორს და თან იცინოდა.

კადიროვის მორიგ მუქარაზე ყურადღება ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა გაამახვილა და ინსტაგრამის პირდაპირი ეთერის ვიდეო საკუთარ ტელეგრამარხზე გაავრცელა. აბდურახმანოვი კადიროვის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია. ის ამჟამად შვედეთში ცხოვრობს, გასულ წელს მას კრიტიკის გამო თავს დაესხნენ.

ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით მსგავსი მუქარები კადიროვის მხრიდან ხშირია, ის არაერთხელ დაემუქრა ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს. ხშირ შემთხვევაში მუქარა განხორციელებულა კიდეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები