28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
განსხვავებული არჩევნები - უბანზე მისულ ამომრჩეველს შესაძლოა შტრიხკოდიანი ბიულეტენები დახვდეს

ოქტომბერში მოქალაქეებს შესაძლოა, განსხვავებულ პირობებში მოუწიოთ არჩევანის გაკეთება და საარჩევნო უბანზე მისულებს თანამედროვე ტექნოლოგიები დახვდეთ, თუმცა რა სახის ელექტრონული სიახლეები დაინერგება, ეს კვირის ბოლოს გადაწყდება.

ამ საკითხზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთი მაგიდის გარშემო დღესაც მსჯელობდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კენჭისყრის პროცესში თითის ანაბეჭდების გამოყენება დღის წესრიგიდან მოიხსნა და არ არის გამორიცხული, შტრიხკოდიანი ბიულეტენები გამოიყენონ.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი ახლა უკვე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებას ელოდება. თუმცა სანამ პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, მასზე პოლიტიკოსები თბილისში მსჯელობენ. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. ისიც გადაწყდა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, ერთი ოპოზიციური კვოტით დანიშნული, მეორე კი პროფესიული ნიშნით შერჩეული. განისაზღვრა ცესკოს თავმჯდომარის შერჩევისა და კომისიის დაკომპლექტების წესი, გაიზარდა გასაჩივრების ვადები.

ოპოზიციონერები, რომლებმაც საპარლამენტო საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, მიიჩნევენ, რომ რეფორმა ამბიციურია და არჩევნებს ნდობას დაუბრუნებს.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერების შეფასებით, პროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, სრულად დაუახლოვდა შარლ მიშელის დოკუმენტს.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტში მეორე პუნქტად არის გაწერილი. პროექტზე მსჯელობას კანონმდებლები ახლა უკვე საკომიტეტო ფორმატში დაიწყებენ და დამტკიცებამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. საერთაშორისო ორგანიზაციას პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება.

დღის ამბები