28 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე თუ ნიკა მელია - ვის გარშემო გაერთიანდება ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე, დედაქალაქის მოქმედ მერს მეორე ვადით კენჭისყრაზე საუბარი, ჯერჯერობით, არ სურს. კახა კალაძე, რომელმაც დღეს ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში თბილისელებს ჩააბარა, ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიას პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყანაში არ ჰყავს.

კალაძის საბოლოო გადაწყვეტილებამდე თბილისის მერის პოსტზე მის კანდიდატურას უალტერნატივოდ მიიჩნევენ პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ლიდერების აზრით, დედაქალაქის პირველმა პირმა 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ კონკურენტი არ ჰყავს.

პარალელურად, დედაქალაქის მერობაზე პრეტენზიას ღიად აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან მისი კანდიდატურის ირგვლივ კონსოლიდირების შემთხვევაში გამარჯვების მაღალი შანსი აქვს. 

ჯერჯერობით, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ დაუფიქსირებია ღიად, რომ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებს. თუმცა, ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას არ გამორიცხავენ "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში."

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, არჩევნების შედეგი მერებისა და საკრებულოების წევრების გარდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასაც გაარკვევს.

დღის ამბები