28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
რა გეგმები აქვს არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას - 4-კაციანი ჯგუფი ბიულეტენების პირდაპირ ეთერში დათვლას აპირებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმიანობა დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს დაამტკიცეს, ერთ-ერთ კომპონენტად საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლას ითვალისწინებს. კომისია ცესკოდან პროფესიული ნიშნით შერჩეული იმ წევრების სიას გამოითხოვს, რომლებიც იმ უბნებზე იმყოფებოდნენ, სადაც დარღვევები არ დაფიქსირებულა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 12 მათგანი შეირჩევა და მათი მეშვეობით საარჩევნო უბნების შედეგები პირდაპირ ეთერში გადაითვლება.

მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც შეირჩევა გადასათვლელი უბნები, ჯერ შეთანხმებული არ არის. 

სამოქმედო გეგმაზე მსჯელობის პარალელურად, დღევანდელ სხდომაზე განხილვის თემა ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის ბოიკოტირებაც იყო.

საგამოძიებო კომისიის კარი ღიაა, თუმცა ოპოზიცია რომელიც ამ დრომდე არჩევნების გაყალბებულ შედეგზე საუბრობს მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

საგამოძიებო კომისია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენის და გადამოწმების რეალური ბერკეტია მმართველი პარტიისთვის. 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას საქმიანობის მანდატი ერთი თვით გაუხანგრძლივდა. 

დღის ამბები