28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
წყალტუბოში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

ის, სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს. არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე დაკავებული არაა.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები