თბილისის მერი დღეს კოვიდსაწინაღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
"უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს "სინოფარმით" ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში," - წერს კახა კალაძე.