28 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ისეთი რაღაცები ამოიკითხოს დოკუმენტიდან, რომელიც იმ დოკუმენტში არ წერია - შალვა პაპუაშვილი 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროექტი ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნად უკვე მზად არის და ის სრულად დაუახლოვდა შარლ მიშელის დოკუმენტს.

საუბარია ამჯერად საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, მათ შორისაა ელექტრონული რეგისტრაცია.

გარდა ამისა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის იმ ნაწილს უპასუხა, რომლებიც ცესკოს წევრების ხელახალ დანიშვნას მოითხოვენ. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი არ არის.

"სამივე შეხვედრაზე ითქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტში ეს ასახული არ არის. მან სცადა ეთქვა, რომ თითქოს ეს რაიმენაირად გამომდინარეობს სულისკვეთებიდან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. იქვე, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს მას, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ყველამ ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს იმ შინაარსით, რომელიც შიგნით არის. ასე, რომ სამწუხაროდ, ამნისტიაზეც გვაქვს ისეთივე სიტუაცია, როდესაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი ისეთი რაღაცები ამოიკითხოს დოკუმენტიდან, რომელიც იმ დოკუმენტში არ წერია,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები