28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"არ იქნება თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია, რომლისაც ბევრს ეშინია" - საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ტექნოლოგიების დანერგვაზე მსჯელობს

"ქორთიარდ მარიოტში" 3 საათია საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. საუბარი, ამჯერად, საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზეა, მათ შორისაა ელექტრონული რეგისტრაცია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რეგისტრაციისას თითის ანაბეჭდების გამოყენებაზე საუბარი არ არის. 

"უნდა ჩამოვაყალიბოთ ის ტექნოლოგიური აღწერა, რაც დაინერგება ოქტომბრის არჩევნებში. ეს არ იქნება თითის ანაბეჭდი, რომლისაც საზოგადოებაში ბევრს ეშინია და ჩვენც ვამბობთ, რომ არ გვჭირდება ყველას თითის ანაბეჭდის აღება. ეს იქნება უმარტივესი ტექნოლოგიური გადაწყვეტების კომპოზიცია, რომლითაც ამომრჩევლის იდენტიფიცირებიდან დაწყებული, ხმის მიცემის დროს - კარუსელების თავის არიდებით, დათვლის დროს - უმარტივესი კამერის მექანიზმით დამთავრებული. აბსოლუტური უმრავლესობა იმ გაყალბების მექანიზმების, რაც ისტორიულად საქართველოში ყოველთვის იყო, იქნება აღმოფხვრილი,"-აცხადებს ვაშაძე.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ აქვთ ორი ინიციატივა ციფრული სისტემების დანერგვაზე, რომელიც არჩევნებისას ე.წ. კარუსელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

​დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან, მათ დოკუმენტის შესახებ რეკომენდაციები უნდა გასცენ.

დღის ამბები