28 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
"საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდისა და ოპოზიციას შორის მიმდინარე სამუშაო შეხვედრებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარეებს შორის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება მისასალმებელია. 

"მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები