28 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"სიზმარს ვხედავდი... პანდემიის დღიური“ - საექსპოზიციო სივრცეში დარო სულაკაურის ნამუშევრები გამოიფინა

"სიზმარს ვხედავდი... პანდემიის დღიური“- "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში TBC კონცეპტის საექსპოზიციო სივრცეში დარო სულაკაურის ნამუშევრები გამოიფინა. როგორც ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი ამბობს, "სიზმარს ვხედავდი" - ეს არის პანდემიის დღიური და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება. 

ფოტოდოკუმენტალისტმა  მისთვის მნიშვნელოვანი ყველა მოვლენა აღნუსხა და ერთ 11-მეტრიან წიგნად აკინძა. ექსპოზიცია კი "ქოლგა თბილისი 2021-ს" ფარგლებში გამოიფინა. 

ავტორის ფოტოობიექტივმა ყველაფერი ასახა - პანდემიის დროს პირველი გარეთ გასვლა, პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები, სიურეალისტური სამყარო. საყოველთაო კარანტინი და უახლოესი ადამიანის დაკარგვა სწორედ ამ ჩაკეტილობის დროს, უჩვეულო დასაფლავება და სიკვდილის სევდა, რომელიც მომაკვდინებელმა ვირუსმა მოიტანა. 

დღის ამბები