28 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ქუჩების კურთხევა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს - ყოველი 17 მაისი საქართველოში დაძაბულობის მიზეზი ხდება

ქუჩების კურთხევა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. ყოველი 17 მაისი საქართველოში დაძაბულობის მიზეზი ხდება. ნაწილი ოჯახის სიწმინდეს ქადაგებს, ნაწილი კი ლგბტ თემის უფლებებს იცავს.

როგორ ხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოში - პოლიციას ისევ შუაში ჩადგომა უწევს.

სასულიერო პირებმა ქუჩების კურთხევა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. პანდემიის გამო, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდის დღემ ქუჩაში მსვლელობის გარეშე ჩაიარა. 

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მღვდლებს შეუერთდნენ მამა-შვილი ფალავანდიშვილები. მოძრაობა "ზნეობის" წევრებმა ჯერ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს, შემდეგ კი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გააპროტესტეს.

ქუჩების კურთხევის შემდეგ მათ სასტუმრო "რუმსთან" გადაინაცვლეს, ლგბტ თემის მხარდასაჭერი პლაკატი დახიეს და "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით გამართული ღონისძიება გააპროტესტეს.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს შეუერთდნენ და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები საქართველოში.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლიდან, კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება.

დღის ამბები