28 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ორდღიანი კონფლიქტი ამ დროისთვის ამოწურულია. მათ სიმბოლურად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

დმანისში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

"მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელსაც ეთნიკური გაღვივების საშიშროება ჰქონდა, ყველა მხრის, სასულიერო პირების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ჩართულობით მოგვარდა. ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ, რაც მისასალმებელია,"-განუცხადა ჟურნალისტებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეთიბარ ემინოვმა. 

დმანისში დაპირისპირება გუშინ დაიწყო. გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები, სადაც სასურსათო მაღაზიასთან 2 ჯგუფის ჩხუბი ჩანს. კონფლიქტი ლუდის "ნისიად" ყიდვის თხოვნაზე მაღაზიისგან უარს მოჰყვა. 

დღის ამბები