ღაზის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდაცვლილთა შორის 59 ბავშვი და 35 ქალია, დაშავდა 1305 ადამიანი.
ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში 130-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს.
ესკალაციის დაწყებიდან დღემდე ისრაელში ჰამასის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 10 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია.