28 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ვფიქრობ, ზოგ მედიაში ისე მკაცრად იყო წარმოდგენილი სიტუაცია, რომ ადამიანებში გააღვივა შუღლი - მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

დმანისში ვითარება ცოტა ხნის წინ ისევ დაიძაბა. კონფლიქტში მონაწილე და ამჟამად გამოკითხვაზე მყოფების მხარდასაჭერად ქალაქში შესვლას ცდილობდა გარკვეული ჯგუფი.

გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე ჩასულებმა კორდონის გარღვევა მოახერხეს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ გიდოვი აცხადებს, რომ გუშინდელი ფაქტის გამო შეწუხებულია. რამინ გოდოვი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მედია კონფლიქტს ამძაფრებდა.

"გუშინდელი ფაქტის გამო ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ეს არის ჩვენი ჩამოსვლის საფუძველი. ვხედავ მცირე ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოების ეთნიკურ ნიადაგზე შუღლად წარმოდგენას, რაც ძალიან ცუდია და უფრო აღვივებს სიტუაციას.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, ზოგ მედიაში ისე მკაცრად იყო წარმოდგენილი სიტუაცია, რომ ადამიანებში გააღვივა შუღლი, ქსენოფობიური გამონათქვამები, კომენტარები წამოვიდა, რის საფუძველზეც ადამიანები უფრო მობილიზდნენ აქციაში ჩართვისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის განმუხტვისთვის,"- აღნიშნა რამინ გოდოვმა.

დღის ამბები