28 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ამ ვირუსს აქვს უნარი შექმნას თავისი მუტირებული ასლი - ჯანმოს მთავარი მეცნიერი 

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფის ზღვარზეა. კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გამო უკვე ერთი კვირაა, ქვეყანაში ყოველდღიურად 300 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი კი საშუალოდ 3 000-სს სცდება.

დაღუპულთა ცხედრებს ინდოეთის დედაქალაქის ქუჩებში წვავენ, კლინიკებში კი პაციენტებისთვის სამკურნალო ადგილები უკვე დიდი ხანია აღარ არის. ჯანდაცვის სიტემა სამედიცინო აღჭურვილობისა და პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოსავალს მასობრივ იმუნიზაციაში ხედავს, რისთვისაც ინდოეთს მილიონობით დოზა ვაქცინა და სახელმწიფოების დახმარება დასჭირდება.

"ამ ვირუსს არ აკავებს არც საზღვრები და არც ეროვნება. ვირუსს აქვს უნარი შექმნას თავისი ასლი. მუტირებული ვარიანტები კი მთელს მსოფლიოში ვრცელდება," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის შემთხვევების მზარდი გავრცელების გამო, კატასტროფის წინაშე არამხოლოდ ინდოეთი, არამედ მთელი მსოფლიო დადგება.

ინდური შტამის გავრცელების გამო, ინფექციის შემთხვევის სტატისტიკა შემაშფოთებლად გაიზარდა იმ სახელმწიფოებში, სადაც ყველაზე მეტი აცრილი ადამიანია.

დღის ამბები