28 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
ვაქცინირებულთა წახალისება - რა უპირატესობით ისარგებლებენ აცრილი პირები საქართველოში

სახელმწიფო იმ მოქალაქეებს წაახალისებს, ვინც კორონავირუსზე აიცრება. მთავრობა ინიციატივას ამ ეტაპზე ამუშავებს, დეტალები კი 10 დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, დაწესებული მთავარი რეგულაცია - ე.წ. კომენდანტის საათი შესაძლოა ვაქცინირებული პირებისთვის საერთოდ გაუქმდეს.

აცრილი მოქალაქეების რაოდენობა ქვეყანაში დღითიდღე იზრდება, თუმცა მოთხოვნა ამ ეტაპზე იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 83 286-მა მოქალაქემ უკვე გაიარა, შესაბამისად, აცრილია მოსახლეობის 2.41%. რესპუბლიკურ საავადმყოფო კი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, სადაც ვაქცინა ერთ დღეში 995-მა ადამიანმა გაიკეთა.

ავტორი: ნინო ფუტკარაძე 

დღის ამბები