28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ხელი მკრა, გვაგინებდა, ფიზიკურად გვისწორდებოდა - ლგბტქ-ს მხარდამჭერი აქტივისტი დედაენის ბაღში მომხდარ ინციდენტზე

დედაენის ბაღში, სადაც ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული, ცოტა ხნის წინ, ინციდენტი მოხდა. თბილისი პრაიდის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტ აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ მიერ მომზადებული ინსტალაცია დაარბია.

აქციის მონაწილეთა თქმით, ადგილზე ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა აუცილებელი.  

"მოვიდა გურამ ფალავანდიშვილი, იქვე ვიდექი ინსტალაციასთან. ხელი მკრა, ზედ დამმვარდა ფაქტიურად ეს ინსტალაცია. გვაგინებდა, ფიზიკურად გვისწორდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი იყო ერთი მოსული და მანქანიდან არ გადმოდიოდა არავინ, სანამ არ მივედით და არ მოვითხოვეთ, რომ გადმოსულიყვნენ," - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი სერგო იმნაშვილი.

ამ წუთებში "დედაენის ბაღში" იმყოფება ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც ლგბტქ-ს საწინააღმდეგო აქციას მართავს, მათ ადგილზე მიტაინლი აქვთ ბანერი წარწერით ​ - "არა LGBT სიბილწეს!".

ამ წუთებში გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

შეგახსენებთ, 15-20 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს-მ გუშინ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია,რომ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, პოლიცია საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დღის ამბები