28 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ფოთის მერიის სერვისების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ თანამდებობის დატოვება აიძულეს

ფოთის მერიის სერვისების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, მინდია ბარამია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ თანამდებობის დატოვება აიძულეს, რადგან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრების მეგობარია. მისი ინფორმაციით, მასთან ერთად სამსახურიდან გაანთავისუფლეს ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი. ის სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა ფოთის მერის ორმა მოადგილემ. მიზეზად მათაც გიორგი გახარიასთან პირადი კონტაქტები დაასახელეს.

დღის ამბები