ინდოეთს თავს შტორმი დაატყდა. ძლიერმა ქარიშხალმა და კოკისპირულმა წვიმამ განსაკუთრებით კერალას შტატი დააზარალა, სადაც მთვარობამ საფრთხის უმაღლესი - წითელი დონე გამოაცხადა.
ქარმა სახლებს სახურავები ახადა, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. უამინდობის შედეგად ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.