28 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ბათუმის განახლებულ აეროპორტში ყაზახურმა ავიაკომპანიამ რეგულარული რეისების შესრულება განაახლა

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ყაზახურმა ავიაკომპანიამ "ეარ ასტანა" დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომელსაც 115 მგზავრი ჩამოჰყვა.

ყაზახურმა ავიაკომპანიამ ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განაახლა. ფრენები კვირაში 3 სიხშირით - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე 17 მაისიდან, პირველ რეისს საუდის არაბეთიდანაც მიიღებს. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და ბათუმთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს თბილისშიც ჩამოიყვანს.

ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია - LOT Polish Airlines-ი ვარშავა-ბათუმი -ვარშავის მიმართულებით და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით.

დღის ამბები