28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
იაპონიის ელჩი ფოცხოეწერში ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან ერთად, ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაში, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთიდან დევნილებმა სტუმრებს ჩასახლებაში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.

დღის ამბები