28 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
"ფარული ჩანაწერები ეკლესიაში" - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე დაპირისპირებულ ბერ-მონაზვნებს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს 

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ მას გარკვეული ფარულიუ ჩანაწერების ნახვა შესთავაზეს, რომელიც არ უნახავს, რადგან "სიბიძურეში ჩაყოლა" არ სურდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა ფაბრიკაცია იყოს. 

მიტროპოლიტი სტეფანე მასთან დაპირისპირებულ ბერ-მონაზვნებს, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

"მე ვიცი, რომ როდესაც სასულიერო პირს ასეთი ტიპის ჩანაწერები აღმოაჩნდება, ე.ი მას ეს ვიღაცამ მისცა. როდესაც გინდა კონფლიქტი შექმნა პრობლემა არ არის. სპეცსამსახურების ინტერესია, ეს ოღონ არა მაინცდამაინც საქართველოს სპეცსამსახურების. ის ინფორმაცია, რომელიც უნდათ ამ ადამიანებს, რომ გაავრცელონ, არ არის ბერ-მონაზვნების მიერ შესაძლებელი რომ მოიპოვონ. მათ ვკითხე საიდან აიღეს ეს მასალა, მაგრამ არ მითხრეს,"- აცხადებს ჭყონდიდის, ლენტეხისა და ცაგერის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ არსებობს სინოდის გარდა ინსტიტუცია, რომელიც მსგავს საკითხებს იძიებენ, თუმცა მათ აფინანსებენ. 

დღის ამბები