28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
რთული ვითარებაა, ისრაელში არაბ და ებრაელ ექსტრემისტულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ხდება, იყენებენ ყველანაირ იარაღს - ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გამოჩნდნენ გარკვეულ ექსტრემისტულ ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. 

მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ ლოდში, სადაც კომენდანტის საათი შემოიღეს. 

"რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე დღეს, ღაზას სექტორიდან სარაკეტო დაბომბვები მიდის, მაგრამ ასევე ადგილზე, მიწაზე არის დაპირისპირება გარკვეულ ექსტრემისტულ ჯგუფებს შორის, როგორც არაბების, ასევე ებრაელების მხრიდან. ისინი იყენებენ ყველანაირ იარაღს, გარდა ცეცხლსასროლისა, თუმცა ასეთი ფაქტებიც იყო.

განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ქალაქ ლოდში, სადაც შემოღებულია კომენდანტის საათი, რომელიც ამ ქალაქში 1960 წლის დაძაბულობის შემდეგ არ ყოფილა. არაბებმა ამ ქალაქში 3 სინაგოგა დაწვეს, მათ შორის საბავშვო ბაღი და სკოლა. თუმცა, დღეს უკვე არის ექსტრემისტული ებრაული ახალგაზრდების დაჯგუფება, რომელიც შევიდა ქალაქში და არ ემორჩილება კომენდანტის საათს, ისინი არ ემორჩილებიან პოლიციას. ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ებრაული და არაბული საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდება," - აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია.

დღის ამბები