28 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
სროლის ხმა ისმის, ქალაქში არაბებმა არეულობა დაიწყეს, 5 წუთი გვაქვს, რომ თავშესაფარში ჩავიდეთ - ისრაელში მცხოვრები ქართველი

"ისრაელში არაბებმა მოსახლეობამ არეულობა დაიწყო" - ისრაელის ქალაქ ლოდში მცხოვრებმა მარიამ მამუკაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, ამ წუთებში ლოდსა და მთლიანად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა. 

მარიამ მამუკაშვილი ქალაქ ლოდში უკვე 6 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება, არასოდეს მომხდარა. 

რისი გავლა უწევთ მოქალაქეებს ისრაელში, სადაც სარაკეტო იერიშები ყოველ წუთას ხდება: 

"ყოველ წუთას ველოდებით სიგნალიზაციის ჩართვას. საელჩო გვაფრთხილებს რომ გარეთ არავითარ შემთხვევაში არ გავიდეთ. გუშინ, დავინახეთ, რომ ჩვენი ბინისკენ 3 რაკეტა მოდიოდა და გავიქეცით თავშესაფარში, გზაში უარესი სიტუაცია იყო, პატარა მძინარე ბავშვებით იყვნენ გამოსულები ბინიდან. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ არაბი 16 წლის გოგონა გარდაიცვალა და მამამისი დაიჭრა. 

როდესაც განგაშის ხმოვანი სიგნალი ირთვება, ეს ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმის. ამ ხმის გაგონების შემდეგ, 5 წუთი გვაქვს რომ თავშესაფარში ჩავიდეთ, იგივე სარდაფში. ახლაც სროლის ხმა ისმის, ქალაქში არაბები უკონტროლო სიტუაციის შექმნას ცდილობენ, გამოვიდნენ და არეულობა დაიწყეს.

ამ ეტაპზე სასურსათო მაღაზიები მუშაობს, დაიკეტა სკოლები და ბაღები. ჩვენი ქალაქი დაკეტილია,"- აცხადებს ისრაელში მცხოვრები ქართველი. 

 



დღის ამბები