ყაზანში სკოლაზე თავდასხმისა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა დანაშაული აღიარა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 11 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალი ილნაზ გალიავიევს წაუყენა.
ბრალდებულმა სკოლის შენობაში 17 გასროლა განახორციელა და მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბრალდებული არასდროს ყოფილა პოლიციაში აღრიცხვაზე და არც კანონდარღვევაში ყოფილა შემჩნეული. ასევე არ იმყოფება აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ უწყებაში ან ნარკოლოგთან.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, ბრალდებულმა თავის ძლიერი ტკივილის გამო სამედიცინო დახმარება რამდენჯერმე მოითხოვა, მაგრამ მიზეზი არ განუმარტავს. გავრცელებული ინფორმაციით, მას შარშან ტვინის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.