28 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
რაზე შეთანხმდნენ მეზობელი ქვეყნების ლიდერები - ირაკლი ღარიბაშვილის ერთდღიანი ვიზიტი ერევანში

აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრი სომხეთში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ერევანში დღეს დაიწყო და უკვე დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში სტუმრობისას, სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მიღების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საქართველო-სომხეთის პირველმა პირებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. 

საქართველოს დელეგაციამ სომხურ მხარესთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გამართა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს - ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ენერგეტიკა, საგზაო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და რეგიონული უსაფრთხოება - სომხეთი და საქართველო ამ მიმართულებებით ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებას გეგმავენ.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას არა აივაზიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონში მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობაზე.

 

დღის ამბები