28 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ვინ უჭერს მხარს მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას - რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე

პარლამენტის ბოიკოტზე უარის და ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციის დღის წესრიგში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დგას. პარტიები სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბებულები არ არიან, თუმცა გარკვეული კონტურები უკვე გამოიკვეთა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნებისთვის სავარაუდოდ არ გაერთიანდება. ოპოზიციის ნაწილისთვის ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება დამარცხების ფორმულაა, მით უმეტეს, თუ ეს "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან იქნება.

ოპოზიციის საერთო კანდიდატად დასახელდება, თუ არა ნიკა მელია, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ჯერ ვერ საუბრობს. მელია გამარჯვებას არა ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებაში, არამედ ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში ხედავს.

ვიდრე ოპოზიციის ნაწილი ჩამოყალიბდება რა სტრატეგიით გავა ადგილობრივ არჩევნებზე, მანამდე მეორე ნაწილს ურთიერთობები აქვს გასარკვევი. ერადერთი პარტია, ვინც მეტნაკლებად იცის, რა გეგმა აქვს "მოქალაქეები" არიან, რომლის ლიდერიც მერობის პოსტზე თავს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარადგენს.

ერთი კანდიდატის ან საერთო სიით არჩევნებზე გასვლა მისაღები არათუ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ იმ პოლიტიკური ძალისთვისაც მიუღებელია, ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთადა ბლოკშია.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველ გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამას შესაძლოა ხელი თვითონ ოპოზიციამაც შეუწყოს, თუ ადგილობრივ არჩევნებზე საერთო კანდიდატს წარადგენენ.

 

 

დღის ამბები