28 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
რამდენად დიდია საფრთხე, რომ კონფლიქტში "ჰამასის" გარდა, სხვა არაბული დაჯგუფებაც ჩაერთოს - სრულმასშტაბიანი ომის რეალური საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის მიმართულებით უკვე ათასზე მეტი რაკეტაა გაშვებული. ისლამური წინააღმდეგობის ისტორიაში ეს ყველაზე ძლიერი დარტყმაა ისრაელზე, რომლის ტერიტორიაზეც მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სირენების ხმა ისმოდა, მთელი ღამე მუშაობდა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაც:

"ფოლადის გუმბათი", რომელმაც ანკლავიდან გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუვნებელყოფა ჰაერშივე შეძლო, თუმცა რამდენიმე ათეულმა რაკეტამ მიზანს მაინც მიაღწია.

საპასუხო მასირებული შეტევა თელავივმა "ჰამასზე" წუხელვე დაიწყო და ახლაც გრძელდება. პარალელურად წითელი განგაშის ხმა ისრაელში მუდმივად ისმის. სავარაუდოდ, ყველაფერი ჯერჯერობით სრულმასშტაბიანი ომისკენ მიდის.

არ გამორიცხავენ, რომ ისრაელმა საჰაერო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორზე სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს, რაც სრულმასშტაბიანი ომის რეალურ საფრთხეს ქმნის. ის რაც დღეს ხდება, რეგიონს 15 წელია არ ახსოვს, თელავივის ისტორიაში კი, გუშინ ყველაზე კოშმარული ღამე იყო.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. იმუქრება ბენიამინ ნეთანიაჰუც და ამბობს, რომ "ისლამურ ჯიჰადს" სიცოცხლით აზღვევინებს. 


დღის ამბები