28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ - დავით ზალკალიანი

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერზე ეხმაურება.

"მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას," - წერს დავით ზალკალიანი. მინისტრი ამბობს, რომ დაძაბულობის განმუხტვას ალტერნატივა არ აქვს.

 

დღის ამბები