28 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში "სინოფარმით" უმრავლესობის 4 დეპუტატი აიცრა

ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაცია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს  უტარდება. ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე და გიორგი ამილახვარი "სინოფარმის" ვაქცინით იცრებიან.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, იმუნიზაციის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია.

ამასთან, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებიც აიცრებიან.

ცნობისთვის, დღეიდან AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის მსურველთათვის რეგისტრაციის პირობები იცვლება - მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან პრეპარატის გამოყენება უკვე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

პარალელურად, დღესვე Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იხსნება. აცრის სასურველი დროისა და ადგილის მითითება მოქალაქეებს სპეციალურ პორტალზე საღამოს 20:00 საათიდან ექნებათ. ანალოგიური პროცედურა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 15-22-ზე დარეკვის შემთხვევაშიც. დოზებს შორის საჭირო ინტერვალი 21-28 დღეა.

დღის ამბები